საქართველოს ჩემპიონატი 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-28 თებერვალს ქ. თბილისში საჭადრაკო აკადემია “ოლიმპიური ჩემპიონში” საქართველოს ჩემპიონატი 13 და 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 13 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 15 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
    წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
    შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
  • გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
    ჩატარების სისტემა და განრიგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/V7UP38XRPpXTvuQU7

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
1) დაბადების მოწმობის ასლი;
2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის საწევრო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 17 თებერვალი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია – 50 ლარი.
სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან ჩემპიონატის
საწევრო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (17 თებერვლის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების
თანდართვით.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში ჩემპიონატის საწევრო შესატანია 100 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე
შესაბამის ასაკებში.

2026 წლის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული მოჭადრაკეები
განხილულნი იქნებიან შესაბამისი ასაკის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატებად.

საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება
წაგება;
ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე
ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – პაატა ვაშაკიძე