21-30 სექტემბერს, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
12 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
18 წლამდე – 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
– დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის 20 სექტემბრის 18.00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
– რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 სექტემბრის 18.00 საათი.
– თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)
– სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
გამარჯვებულები:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით
– II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და
200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
– III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
– სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:
– 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I სპორტული თანრიგი.
– 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – სპორტის ოსტატის კანდიდატობა.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.