საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში- 8, 12 და 16 წლამდე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-5 აპრილს ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, შოთა ინწკირველის მემორიალი 8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

დროის კონტროლი:

სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/tYjujK6AwQbqVBvN6

ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/UWZVZomvZkzWmPHU6

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის შესაბამისი სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:

სწრაფ ჭადრაკში –  2023 წლის 1 აპრილი 18:00 სათი.

ელვისებურ ჭადრაკში –  2023 წლის 3 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი სწრაფ ჭადრაკში, 20 ლარი ელვისებურ ჭადრაკში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

ტურნირის განრიგი:

სწრაფ ჭადრაკში:

ტურირიცხვი12 წლამდე8 და 16 წლამდე
ჩამოსვლის დღე2 აპრილი  
I ტურის კენჭისყრა2 აპრილი20:0020:00
გახსნა3 აპრილი09:4514:45
I ტური3 აპრილი10:0015:00
II ტური3 აპრილი11:0016:00
III ტური3 აპრილი12:0017:00
IVტური3 აპრილი13:0018:00
Vტური3 აპრილი14:0019:00
VI ტური4 აპრილი10:0015:00
VII ტური4 აპრილი11:0016:00
VIII ტური4 აპრილი12:0017:00
IX ტური4 აპრილი13:0018:00
დახურვა5 აპრილი20:0020:00

ელვისებურ ჭადრაკში:

ტურირიცხვი12 წლამდე8 და 16 წლამდე
I ტურის კენჭისყრა4 აპრილი20:0020:00
გახსნა5 აპრილი09:4514:45
I ტური5 აპრილი10:0015:00
II ტური5 აპრილი10:3015:30
III ტური5 აპრილი11:0016:00
IVტური5 აპრილი11:3016:30
Vტური5 აპრილი12:0017:00
VI ტური5 აპრილი12:3017:30
VII ტური5 აპრილი13:0018:00
VIII ტური5 აპრილი13:3018:30
IX ტური5 აპრილი14:0019:00
დახურვა5 აპრილი20:0020:00

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით . II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები განთავისუფლდებიან სარეგისტრაციო და სატურნირო შესატანებისგან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატზე.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი