25 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, დასრულდა საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა.
ტურნირში 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დიანა ლომაიამ, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ასპარეზობა.
II-III ადგილები გაინაწილეს: ნია დონღვანმა და მირანდა მიქაძემ. დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი დონღვანმა დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა ბოლო 4 ტურში 3,5 ქულა დააგროვა.
ტურნირში თამაშდებოდა საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორი საგზური, რომელიც I-II ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.