საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8 – 17 დეკემბერს, თბილისში, ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში საქართველოს ქალთა 82-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.
სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ტურნირის განრიგი:
მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/3U3emyWWR8YoMahV6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 6 დეკემბრის 18.00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
- I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 82 – ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
საქართველოს ქალთა 82 – ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა:
უმაღლესი ლიგა გაიმართება 2025 წელს. უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რაოდენობას, ჩატარების სისტემას და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
- საქართველოს 2024 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
- პირველ ლიგაზე I-II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
- 20 წლამდე ასაკის (2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) გოგონათა შორის, 2024 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეს. თანაბარი რეიტინგის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა თვის, 1 ნოემბრის ფიდეს რეიტინგი და ა. შ.;
- 2024 წლის საქართველოს ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი