საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის გამარჯვეებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3-12 თებერვალს, სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ქალთა 82-ე და ვაჟთა 84-ე ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატები წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის 9 ტურად ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის 10-დან 4 მონაწილე აჭარის რეგიონიდან ასპარეზობდა: მირანდა მიქაძე, კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე და მარიამ ცეცხლაძე. ვაჟთა შორის კი გაიოზ ნიგალიძე მონაწილეობდა.

საბოლოო შედეგები ვაჟთა შორის:

  1. ლევან ფანცულაია (9-დან 6.5 ქულა)
  2. გიგა ყუფარაძე (9-დან 6 ქულა)
  3. თორნიკე სანიკიძე (9-დან 5.5 ქულა)
  4. ნიკოლოზ კაჭარავა (9-დან 5 ქულა)
  5. ლუკა პაიჭაძე (9-დან 5 ქულა)
  6. მერაბ გაგუნაშვილი (9-დან 4.5 ქულა)
  7. ნოე თუთისანი (9-დან 4.5 ქულა)
  8. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (9-დან 3.5 ქულა)
  9. მიხეილ მჭედლიშვილი (9-დან 2.5 ქულა)
  10. გაიოზ ნიგალიძე ( 9-დან 2 ქულა)

საბოლოო შედეგები ქალთა შორის:

  1. ნანა ძაგნიძე (9-დან 7 ქულა)
  2. ბელა ხოტენაშვილი (9-დან 6.5 ქულა)
  3. მერი არაბიძე (9-დან 6 ქულა)
  4. ინგა ხურცილავა (9-დან 6 ქულა)
  5. მირანდა მიქაძე (9-დან 5.5 ქულა)
  6. კესარია მგელაძე (9-დან 4 ქულა)
  7. მარიამ ცეცხლაძე (9-დან 3.5 ქულა)
  8. ანასტასია კირთაძე (9-დან 3.5 ქულა)
  9. ალექსანდრა ვახანია (9-დან 2 ქულა)
  10. მარიამ კალანდაძე (9-დან 1 ქულა)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდა საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე. I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვებიან 2026 წლის საქართველოს უმაღლეს ლიგაში.

I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 30000 ლარი.