საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-18 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართება.
ტურნირი ჩატარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატზე 1-3 პრიზიორებს;
- საქართველოს 2023 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
- საქართველოს ქალთა მე-81 ჩემპიონატის I ლიგაში 1-3 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
- უმაღლესი ლიგის ვაკანტური ადგილები შეივსება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინაციით.
ტურნირის მონაწილენი:
- ბელა ხოტენაშვილი
- მერი არაბიძე
- ნინო ბაციაშვილი
- ლელა ჯავახიშვილი
- სალომე მელია
- კესარია მგელაძე
- დიანა ლომაია
- ნია დონღვანი
- ანასტასია კირთაძე
- მარიამ ცეცხლაძე
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარას 4 სპორტსმენი წარმოადგენს: ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე.
ტურნირის განრიგი:
| ტური | დღე | საათი |
| ტექნიკური შეხვედრა | 8 თებერვალი | 15:00 |
| გახსნა | 9 თებერვალი | 14:45 |
| I ტური | 9 თებერვალი | 15:00 |
| II ტური | 10 თებერვალი | 15:00 |
| III ტური | 11 თებერვალი | 15:00 |
| IV ტური | 12 თებერვალი | 15:00 |
| V ტური | 13 თებერვალი | 15:00 |
| დასვენების დღე | 14 თებერვალი | |
| VI ტური | 15 თებერვალი | 15:00 |
| VII ტური | 16 თებერვალი | 15:00 |
| VIII ტური | 17 თებერვალი | 15:00 |
| IX ტური | 18 თებერვალი | 15:00 |
| დახურვა | 18 თებერვალი | 19:00 |
გამარჯვებულნი:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2024 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, ასევე, დაიშვებიან 2025 წლის საქართველოს ქალთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
დაჯილდოება:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა დადიპლომებით;
- 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით
საპრიზო ფონდი: 30 000 ლარი.
| ადგილი | პრიზი |
| 1 | 10 000 ლარი |
| 2 | 7 500 ლარი |
| 3 | 5 000 ლარი |
| 4 | 3 000 ლარი |
| 5 | 2 000 ლარი |
| 6 | 1 200 ლარი |
| 7 | 800 ლარი |
| 8 | 500 ლარი |
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მტავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

