16-25 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 81- ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- თითოეულ მოანწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
განრიგი:
| ტური | დღე | საათი |
| ჩამოსვლის დღე | 16 დეკემბერი | |
| კენჭისყრა | 17 დეკემბერი | 12:00 |
| გახსნა | 17 დეკემბერი | 15:00 |
| I ტური | 17 დეკემბერი | 15:00 |
| II ტური | 18 დეკემბერი | 15:00 |
| III ტური | 19 დეკემბერი | 15:00 |
| IV ტური | 20 დეკემბერი | 15:00 |
| V ტური | 21 დეკემბერი | 15:00 |
| VI ტური | 22 დეკემბერი | 15:00 |
| VII ტური | 23 დეკემბერი | 15:00 |
| VIII ტური | 24 დეკემბერი | 15:00 |
| IX ტური | 25 დეკემბერი | 15:00 |
| დახურვა | 25 დეკემბერი | 19:00 |
მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/sSc1e2oU7NNDwK2q9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 დეკემბრის 18:00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 60 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
- I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 81 – ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

