საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-15 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართება.
ტურნირი ჩატარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატზე 1-3 პრიზიორებს;
- საქართველოს 2022 წლის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
- საქართველოს 2022 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ნომინსციის 1 მოჭადრაკეს;
- საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის I ლიგაში 1-3 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
ტურნირის მონაწილენი:
- ნინო ბაციაშვილი (2493)
- ბელა ხოტენაშვილი (2485)
- ლელა ჯავახიშვილი (2440)
- მერი არაბიძე (2427)
- ნია დონღვანი (2030)
- ანასტასია კირთაძე (2002)
- თამარ ესაძე (1981)
- ელენე წოწონავა (1955)
- მარიამ ცეცხლაძე (1747)
- ლულუ დიასამიძე (1541)
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარას 3 სპორტსმენი წარმოადგენს: ნინო ბაციაშვილი, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე.
ტურნირის განრიგი:
| ტური | დღე | საათი |
| ტექნიკური შეხვედრა | 5 თებერვალი | 14:00 |
| გახსნა | 6 თებერვალი | 13:45 |
| I ტური | 6 თებერვალი | 14:00 |
| II ტური | 7 თებერვალი | 14:00 |
| III ტური | 8 თებერვალი | 14:00 |
| IV ტური | 9 თებერვალი | 14:00 |
| V ტური | 10 თებერვალი | 14:00 |
| დასვენების დღე | 11 თებერვალი | |
| VI ტური | 12 თებერვალი | 14:00 |
| VII ტური | 13 თებერვალი | 14:00 |
| VIII ტური | 14 თებერვალი | 14:00 |
| IX ტური | 15 თებერვალი | 14:00 |
| დახურვა | 15 თებერვალი |
გამარჯვებულნი:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
- I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, ასევე, დაიშვებიან 2024 წლის საქართველოს ქალთა 81-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
დაჯილდოება:
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა დადიპლომებით;
- 1-8 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით
საპრიზო ფონდი: 30 000 ლარი.
| ადგილი | პრიზი |
| 1 | 10 000 ლარი |
| 2 | 7 500 ლარი |
| 3 | 5 000 ლარი |
| 4 | 3 000 ლარი |
| 5 | 2 000 ლარი |
| 6 | 1 200 ლარი |
| 7 | 800 ლარი |
| 8 | 500 ლარი |
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მტავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

