საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 – 22 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.
მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:
- მოჭადრაკეები რეიტინგით 1800 და მეტი რეიტინგით (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM, WIM, WGM – წოდებიანები;
- 2021 წელს 14, 16, 18, 20 წლის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;
- 2021 წელს რეგიონების ქალთა ჩემპიონატებზე I ადგილზე გასული მოჭადრაკეები.
სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის 12 დეკემბრის 18.00 საათამდე.
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 დეკემბრის 18.00 საათი.
განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ჩამოსვლის დღე | 13 დეკემბერი | |
კენჭისყრა | 14 დეკემბერი | 11.00 |
გახსნა | 14 დეკემბერი | 14.00 |
I ტური | 14 დეკემბერი | 14.00 |
II ტური | 15 დეკემბერი | 14.00 |
III ტური | 16 დეკემბერი | 14.00 |
IV ტური | 17 დეკემბერი | 14.00 |
V ტური | 18 დეკემბერი | 14.00 |
VI ტური | 19 დეკემბერი | 14.00 |
VII ტური | 20 დეკემბერი | 14.00 |
VIII ტური | 21 დეკემბერი | 14.00 |
IX ტური | 22 დეკემბერი | 14.00 |
დახურვა | 22 დეკემბერი | 18.00 |
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
უმაღლესი ლიგა გაიმართება 2022 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
- საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორებს;
- საქართველოს 2021 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
- საქართველოს 2021 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
- I ლიგის საუკეთესო I-II მოჭადრაკეს;
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი