საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-26 მარტს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს  ქალთა 78-ე ჩემპიონატის I ლიგა.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. ჩემპიონატი ჩატარდება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან , ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა, რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის  16 მარტის 18.00 საათამდე.

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2021 წლის  16 მარტის 18.00 საათი.

ტურნირის განრიგი:

ტ უ რ ი დ ღ ეს ა ა თ ი
ჩამოსვლის დღე17 მარტი11:00
კენჭისყრა18 მარტი14:00
 გახსნა18 მარტი14:00
   I ტური18 მარტი14:00
   II ტური19 მარტი14:00
  III ტური20 მარტი14:00
  IV ტური21 მარტი14:00
   V ტური22 მარტი14:00
   VI ტური23 მარტი14:00
  VII ტური24 მარტი14:00
   VIII ტური25 მარტი14:00
   IX ტური26 მარტი14:00
დახურვა26 მარტი18:00

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
  • II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2021 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  • საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  • საქართველოს 2019 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  • საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე გოგონათა შორის;
  • I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს;

საერთო წესები:

  • ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;
  • მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;
  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი