სლოვენიის საკურორტო ქალაქ ჩატეჟში, 11-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ქალთა და ვაჟთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ღია კატეგორიაში მონაწილეობას 39 გუნდი იღებდა, ქალთა შორის კი – 31.
ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მორიგად გვასახელა და გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა!
გუნდის კაპიტანი იყო დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი კი – ელიზბარ უბილავა.
აღსანიშნავია პირად დაფებზე ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილის მცირე ოქროს მედლებიც!
ვაჟთა ნაკრებმაც ღირსეული ორთაბრძოლების შემდეგ ტურნირში XI ადგილი დაიკავა.
საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
ღონისძიების დახურვის ცერემონიას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან გიორგი გიორგაძესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე და კონსული გიორგი მერაბიშვილი.