ესპანეთის ქალაქ სიტჯესში 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე, ღონისიებაში მონაწილე 12 გუნდი გაიყო 2 ჯგუფად და ჩემპიონატი წრიული სისტემით დაიწყო, ხოლო მეორეზე – ორივე ჯგუფიდან გამარჯვებული 4 – 4 გუნდი ერთმანეთს უკვე ნოკაუტ სისტემით შეეჯიბრნენ. დროის კონტროლი იყო 45 წუთი + 10 წამი პირველივე სვლიდან.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს CFR (რუსეთი) – ინდოეთი დაუპირისპირდა, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, ჩვენებმა კი უკრაინასთან ერთად 3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია. გუნდს კაპიტნობდა დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა, დელეგაციას ხელმძღვანელად კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ახლდა.
აღსანიშნავია, რომ ლელა ჯავახიშვილმა IV დაფაზე მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა!