აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმში”, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 15 მანდილოსანი. ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
საბოლოო შედეგები:
- ბოლქვაძე იამზე
- თურმანიძე ეთერი
- მახაჭაძე ნესტანი
- ბიბილეიშვილი მედეა
- ხოზრევანიძე იზოლდა
- ცეცხლაძე ნარგიზი
- ხოზრევანიძე თამარი
- გაბეჩავა თალიკო
- კარასევა ნადეჟდა
- ნიკოლაიშვილი ანა
- გუგუშვილი ანგელინა
- დიასამიძე ეთერი
- თეთრაძე თამრიკო
- აბულაძე მარინა
- დიასამიძე დარეჯანი
საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი.
აღსანიშნავია, რომ ქალთა დღესასწაულზე მანდილოსნებს სიურპრიზად საჭადრაკო რობოტიც დახვდათ, რომელთან თამაშმაც დიდი აჟიოტაჟი და მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





