საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმი’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5B

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ქალთა შორის. ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

მონაწილენი:

საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/WZpUXBgEi5JL8T5p7

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2026 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.

ტურნირის განრიგი

გახსნა  8 მარტი15:00 სთ.
I     ტური     8 მარტი15:10 სთ.
II    ტური     8 მარტი15:30 სთ.
III   ტური     8 მარტი15:50 სთ.
IV   ტური     8 მარტი16:10 სთ.
V    ტური     8 მარტი16:30 სთ.
VI   ტური     8 მარტი16:50 სთ.
VII   ტური     8 მარტი17:10 სთ.
დახურვა     8 მარტი17:30 სთ.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია