საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირის შედეგები ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’-ში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

ღონისძიებაში 16 ქალბატონი მონაწილეობდა, ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

საბოლოო შედეგები:

საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ  მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

I ადგილი – 200 ლ.

II ადგილი – 150 ლ.

III ადგილი – 100 ლ.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: