საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ქალთა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ქალთა შორის. ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

მონაწილენი:

საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/btxsczbCbL7bxhwX8       

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2025 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

ტურნირის განრიგი:

გახსნა  8 მარტი16:00 სთ.
I     ტური     8 მარტი16:10 სთ.
II    ტური     8 მარტი16:30 სთ.
III   ტური     8 მარტი16:50 სთ.
IV   ტური     8 მარტი17:10 სთ.
V    ტური     8 მარტი17:30 სთ.
VI   ტური     8 მარტი17:50 სთ.
VII   ტური     8 მარტი18:10 სთ.
დახურვა     8 მარტი18:30 სთ.

გამარჯვებულები:

საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან  მედლით, დიპლომით და ფულადი პრიზით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე  თასით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები.

(პრიზები დაიქვითება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად)

I ადგილი – 200 ლ.

II ადგილი – 150 ლ.

III ადგილი – 100 ლ.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია