აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-11 მარტს, ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქალთა ტურნირი – საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი 10 წამის დამატებით.
აჭარის რეგიონის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მოწვეული მოჭადრაკეები: საერთაშორისო დიდოსტატი ინგა ხურცილავა და საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე.
ტურნირის გამარჯვებული და სამახსოვრო თასის მფლობელი გახდა ინგა ხურცილავა!
საბოლოო შედეგი:
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო
საჩუქარი.
ტურნირის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, მინისტრის თანაშემწე – რაულ თავართქილაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე.
ტურნირის ფოტო კოლაჟი: