საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-8 აპრილს, ქ. თბილისში საჭადრაკო კლუბში “მერანი” საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირები:

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი.

ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1977 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/rBitzH8ZfiwRUnHPA 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მარტი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

ტურნირის განრიგი:

 დაჯილდოება:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით;
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ 2026 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზურს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – პაატა ვაშაკიძე