საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში “საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი” გაიმართება.

ტურნირები:

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
  • ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად;
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს; საბანკო ანგარიში:GE30BG0000000584705115).

ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1976 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს;

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –https://forms.gle/rSPxUMoo1AQ29dYXA ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ პირადობის მოწმობის ასლი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 26 მაისი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით დადიპლომებით;
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ 2025 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზურს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე