საქართველოს სენიოთა ჩემპიონატის გამარჯვებულნი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-8 აპრილს, ქ. თბილისში საქართველოს ჩემპიონატი სენიორთა შორის გაიმართა.

ტურნირები:

  • ღია ტურნირი;
  • ქალთა ტურნირი.

ღია ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, ხოლო ქალთა წრიული სისტემით 6 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.

ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. ყალაგაშვილი ფრიდონი (7-დან 5.5 ქულა)
  2. ხოფერია ზაზა (7-დან 5.5 ქულა)
  3. ბაგათურია გიორგი (7-დან 5.5 ქულა)

ქალთა ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. ხურცილავა ინგა (6-დან 6 ქულა)
  2. ნიკოლაძე სოფიო (6-დან 4 ქულა)
  3. მუსერიძე ნანა (6-დან 2 ქულა)

დაჯილდოება:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით. ასევე, მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზური.

II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.