25-28 თებერვალს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 11 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლათფორმაზე ternelo.com
შეჯიბრება გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი:15+5. აჭარიდან მონაწილეობას ღებულობდა 5 სპორტსმენი.
11 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობა ბათუმელი მოჭადრაკეების ტრიუმფით დასრულდა!კესარია მგელაძემ 9-დან 9 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა! მარიამ კალანდაძე კი 9-დან 6 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!