საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რაიონული ეტაპი

17-18 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს მე-2 სასკოლო ოლიმპიადის “ნონა გაფრინდაშვილი თასის” რაიონული ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და თითოეულ გუნდს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I – II კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.

სასკოლო ოლიმპიადის ჩატარების სისტემა
სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება 3 ეტაპად:
I ეტაპი – რაიონული პირველობა. ოლიმპიური სისტემით;
II ეტაპი – რეგიონული პირველობა. ოლიმპიური ან წრიული სისტემით;
III ეტაპი – ფინალი. ოლიმპიური სისტემით.

I ეტაპის გამარჯვებულები:

  • ბათუმი – შპს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
  • ქობულეთი – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლა
  • ქედა – დაბა ქედის საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაური – დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა
  • ხულო – სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლა
  • შუახევი – სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: