დასრულდა საქალთველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირები 11-15 დეკემბერს საჭადრაკო პლატფორმა chess.com-ზე გაიმართა. 12 წლამდე კატეგორია შვეიცარული, ხოლო 16 წლამდე – წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. აჭარიდან 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
დროის კონტროლი – სწრაფ ჭადრაკში 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით, ელვისებურში – 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით.
სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით პირველი ადგილი ბათუმელმა სოფო ანთიამ დაიკავა ! 12 წლამდე გოგონათა შორის კი 9-დან 7 ქულით 1-2 ადგილები ბათუმელმა მარიამ კალანდაძემ და ქობულეთელმა ლულუ დიასამიძემ გაიყვეს, კოეფიციენტით 1 ადგილი მარიამს ერგო.
ელვისებურ ჭადრაკში 16 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით პირველ ადგილზე ბათუმელი დეა ბედოშვილი გავიდა ! 12 წლამდე გოგონათა შორის კი ვერცხლის მედალი ლულუ დიასამიძემ მოიპოვა !