1-6 დეკემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გაიმართება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი ჩატარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი:
– სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
– ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის 29 ნოემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/kMC9KsLFbNsZimSk6
ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/bWA5XJfEgfzwZKNC7
2020 წლის 29 ნოემბრის 18.00 საათამდე.
საერთო წესები:
– სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
– მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;
– ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი;
– არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);
– მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;
– მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი;
– კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;
– პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დავით კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე