საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – შედეგები 2-ე ტურის შემდეგ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com, 6-15 მაისს  მიმდინარეობს საქართველოს ონლაინ ჩემპიონატები 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის .

ტურნირები ტარდება 9 ტურად. 18 წლამდე გოგონათა შორის წრიული, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით. დროის კონტორლი: 25 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.

შეჯიბრებაში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 106 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობს 12 მოჭადრაკე.

2-ე ტურის შემდეგ ჩვენებურების მონაგარშია:

  1. მარიამ კალანდაძე – 2
  2. ლულუ დიასამიძე – 2
  3. გიორგი ჭანტურია – 2
  4. დემეტრე გოგიაშვილი – 1
  5. გიორგი გოგიაშვილი – 1
  6. შოთა ცეცხლაძე – 1
  7. მარიამ ცეცხლაძე – 1
  8. ლიზი ქონიაძე – 1
  9. დეა ბედოშვილი – 0 ქულით
  10. ეკატერინე ცივაძე – 0 ქულით
  11. ალექსანდრე მსხალაძე – 0 ქულით
  12. თიკო ბერაია – 0 ქულით

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;

II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.