საქართველოს მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის — „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ შედეგები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს მეორე სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის — „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალური მატჩები გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი!

მეორე ადგილი დაიკავა მარნეულის №5 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი — თბილისის №177 საჯარო სკოლის გუნდმა.

ფინალში მონაწილეობდა რეგიონალური ჩემპიონატების გამარჯვებული 12 გუნდი:

  • ქუთაისი – №41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
  • მარნეული – №5 საჯარო სკოლა
  • ხაშური – №1 სკოლა
  • ახალციხე – №1 სკოლა
  • ცაგერი – საჯარო სკოლა
  • თელავი – №9 სკოლა
  • თბილისი – №177 სკოლა
  • წალენჯიხა – №1 სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტი – დიდაჭარის სკოლა
  • ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 სკოლა
  • მცხეთა – წმ. ათორმეტ მოციქულთა მართლმადიდებლური სკოლა
  • ჩოხატაური – ნიკო მარის სახელობის №1 სკოლა

ოლიმპიადის პირველ ეტაპზე მონაწილეობდა: 525 სკოლა/გუნდი; 2080 მოსწავლე (მათ შორის 404 პირველკლასელი და 1676 მეორეკლასელი); 525 მასწავლებელი.

ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები