თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, 22-23 ოქტომბერს, საქართველოს რიგით მესამე კორპორატიული ჩემპიონატი გაიმართა.
ასპარეზობა 16 გუნდს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის გუნდებს (მათ შორის ფედერაციებსა და ასოციაციებს). მონაწილეობა არ შეეძლოთ საჭადრაკო კლუბებს, საჭადრაკო სკოლებს, საჭადრაკო ასოციაციებს და საჭადრაკო ფედერაციებს.
9 ტურის შემდეგ ერთნაირი შედეგით – 7 სამატჩო გამარჯვება და 2 ფრედ დასრულებული შეხვედრა, პირველობა გაინაწილეს: ‘‘საქართველოს ბანკმა’’ და ‘‘ვანო და კომპანიამ‘’. დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველობა საქართველოს ბანკმა დაისაკუთრა. მესამე საპრიზო ადგილზე ‘’PwC საქართველო’’ გავიდა.
სამივე გუნდმა, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე დაგეგმილ ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.