საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის I ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8 – 17 დეკემბერს, თბილისში, ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში, საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.

სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ტურნირის განრიგი:

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:

  • მოჭადრაკეები 1800 და მეტი ფიდეს რეიტინგით (01.12.2024წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე FM, IM, GM, WFM, WIM, WGM – წოდებიანები;
  • 2024 წელს 14, 16, 18, 20 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები;
  • 2024 წელს 8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;
  • 2024 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს
“საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული
ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/3U3emyWWR8YoMahV6

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:

1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის საწევრო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 6 დეკემბრის 18:00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
  • I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

საქართველოს ვაჟთა 84-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2025 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე).

  • საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  • საქართველოს 2024 წლის ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
  • პირველ ლიგაზე I-II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი