7 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ღონისძიება 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით გაიმართა. დროის კონტროლი 90 წუთი 30 წამის დამატებით თოთოეულ სვლაზე.
შეჯიბრების საბოლოო შედეგები:
აღსანიშნავია, რომ ჯობავამ მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული! ის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა: 2003; 2007 და 2012 წლებში.
ფინალური ტურის წინ მეორე საპრიზო ადგილზე მყოფმა, თეთრი ფერის ფიგურებით მოსაპარეზე, გიგა ყუფარაძემ დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი ნიკოლოზ კაჭარავასთან და ადგილიც დაუთმო.
2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ, ნიკოლოზ კაჭარავასთვის საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი სპორტული კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგია.
მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი მონაწილე, საქართველოს ოთხგზის (2001;2002;2018;2023) ჩემპიონი ვაჟთა შორის მიხეილ მჭედლიშვილი.
სამივე მათგანმა ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.