16 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა დასრულდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად, 24 მონაწილეს შორის გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდა ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ ცომაია, მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა!
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: II ადგილი – ლუკა კილაძე, III ადგილი – დენიელ საფაროვი.
აღსანიშნავია, რომ I-II ადგილზე გასულმა, ცომაიამ და კილაძემ საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს! ორივე მათგანი პირველად იასპარეზებს უმაღლეს ლიგაში, რაც ახალგაზრდა მოჭადრაკეებისთვის უდავოდ დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს!