7 – 16 დეკემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
- ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ჩამოსვლის დღე | 7 დეკემბერი | |
კენჭისყრა | 8 დეკემბერი | 12:00 |
გახსნა | 8 დეკემბერი | 15:00 |
I ტური | 8 დეკემბერი | 15:00 |
II ტური | 9 დეკემბერი | 15:00 |
III ტური | 10 დეკემბერი | 15:00 |
IV ტური | 11 დეკემბერი | 15:00 |
V ტური | 12 დეკემბერი | 15:00 |
VI ტური | 13 დეკემბერი | 15:00 |
VII ტური | 14 დეკემბერი | 15:00 |
VIII ტური | 15 დეკემბერი | 15:00 |
IX ტური | 16 დეკემბერი | 15:00 |
დახურვა | 16 დეკემბერი | 19:00 |
მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები:
- მოჭადრაკეები 1800 და მეტი ფიდეს რეიტინგით (01.12.2023წ რეიტინგ-სიით), აგრეთვე FM, IM, GM,WFM, WIM, WGM – წოდებიანები;
- 2023 წელს 14, 16, 18, 20 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-V ადგილზე გასული
მოჭადრაკეები; - 2023 წელს 8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული
მოჭადრაკეები; - 2023 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.
სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ
მიმავლინებელი ორგანიზაციები.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/n9txdn9NnUoLmnkB9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 დეკემბრის 18:00 საათამდე:
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 60 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
დაჯილდოება:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
- I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ვაჟთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი