საქართველოს ვაჟთა მე-80-ე ჩემპიონატის I ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა მე-80-ე ჩემპიონატის I ლიგა.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • მოჭადრაკეები რეიტინგით 1800 და მეტი რეიტინგით (ფიდეს 01.03.2021წ. რეიტინგ-სიით), აგრეთვე WFM,WIM,WGM, FM,  IM,GM – წოდებიანები;
  • 2020 წელს  8, 10, 12 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატების I ადგილზე გასული მოჭადრაკეები და 14, 16, 18 წლის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები;
  • 2020 წელს რეგიონების ვაჟთა ჩემპიონატებზე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები.

სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი. ჩემპიონატი ჩატარდება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა, რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2021 წლის  27 მარტის 18.00 საათამდე.

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლდებიან სატურნირო შესატანისგან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2021 წლის  27 მარტის 18.00 საათი.

ტურნირის განრიგი:

ტ უ რ ი დ ღ ეს ა ა თ ი
ჩამოსვლის დღე28 მარტი
კენჭისყრა29 მარტი11:00
 გახსნა29 მარტი14:00
   I ტური29 მარტი14:00
   II ტური30 მარტი14:00
  III ტური31 მარტი14:00
  IV ტური1 აპრილი14:00
   V ტური2 აპრილი 14:00
   VI ტური3 აპრილი 14:00
  VII ტური4 აპრილი 14:00
   VIII ტური5 აპრილი 14:00
   IX ტური6 აპრილი 14:00
დახურვა6 აპრილი 18:00

დაჯილდოება:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.
  • II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:

უმაღლესი ლიგა გაიმართება 2021 წელს წრიული სისტემით (10 მონაწილე). უმაღლესი ლიგის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  • საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის 1-3 პრიზიორებს;
  • საქართველოს 2019 წლის ვაჟთა ეროვნული I ნაკრების წევრებს;
  • საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  • I ლიგის საუკეთესო 1-3 მოჭადრაკეს

საერთო წესები:

  • ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ;
  • მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;
  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი