საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის პარალიმპიური სპორტული ფედერაციის ორგანიზებით, 14-18 ივნისს, ბათუმში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.

ფინანსური მხარდამჭერი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ჩატარების ვადები და ადგილი:

14.06 – 18.06. 2025 წ. სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმი”. მის: ლეხ. და მარია კაჩინსკების ქუჩა 5ბ.

სათამაშო წესები:

  • დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

მონაწილენი და რეგისტრაცია:

ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები, რომელთაც აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი და შევსებული აქვთ ფედერაციაში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28.

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უწდა შეავსონ ოწლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/s6VpPawiGDoqaEEKA

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 ივნისის 18:00 საათი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 069497, 558 41 09 04

ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:

  • 1 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
  • 2-3 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და
    ფასიანი საჩუქრით.
  • ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი