საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-18 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.
მონაწილენი:
- ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები, რომელთაც აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული ან წრიული სისტემით 7 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/yWPU1u4EyJgGnUWt6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 ივნისის 18:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599069497
ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 13 ივნისი | |
გახსნა | 14 ივნისი | 15:00 |
I | 14 ივნისი | 15:30 |
II | 15 ივნისი | 12:00 |
III | 15 ივნისი | 15:00 |
IV | 16 ივნისი | 12:00 |
V | 16 ივნისი | 15:00 |
VI | 17 ივნისი | 12:00 |
VII | 18 ივნისი | 12:00 |
დახურვა | 18 ივნისი | 14:00 |
დაჯილდოება:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფასიან საჩუქრებთან ერთად დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.
ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი სამახსოვრო საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე