საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 20 ივნისს, ქ.ბათუმის მუხრავნ ვახტანაგძის სახელობის სპორტის სასახლეში, სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის.
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყველა სვლაზე 30 წამის დამატებით.
მონაწილენი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/FAk6bebGeo1Y1aT66
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 19 ივნისი | |
ტურნირის გახსნა | 20 ივნისი | 13:00 სთ. |
I ტური | 20 ივნისი | 14:00 სთ. |
II ტური | 20 ივნისი | 16:00 სთ. |
III ტური | 21 ივნისი | 14:00 სთ. |
IV ტური | 21 ივნისი | 16:00 სთ. |
V ტური | 22 ივნისი | 14:00 სთ. |
VI ტური | 22 ივნისი | 16:00 სთ. |
VII ტური | 23 ივნისი | 11:00 სთ. |
დახურვა | 23 ივნისი | 13:00 სთ. |
გამარჯვებულები: I,II,III ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე თასით.
საპრიზო ფონდი ვაჟთა შორის: საპრიზო ფონდი ქალთა შორის:
I ადგილი – 500 ლარი I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი II ადგილი – 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი III ადგილი – 200 ლარი
ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი ალექსანდრე არსენიძე