18 ივნისს, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმში”, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის შშმ პირთა შორის დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონიძიება ჩატარდა საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
ტურნირი მიმდინარეობდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
გამარჯვებულნი ვაჟთა შორის:
- მალანია ამირანი (ქობულეთი)
- ტალიკაძე ლერი (ქუთაისი)
- ცეცხლაძე ბადრი (ხულო)
გამარჯვებულნი ქალთა შორის:
- გოგონაძე ანანო (ქუთაისი)
- გახოკიძე თეკლა (თბილისი)
- მგელაძე ანნა (ბათუმი)
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით, ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს: აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ივანე მაისურაძემ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ და სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა მაია დუმბაძემ.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





