აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში 2 კატეგორიად: ღია და 12 წლამდე, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 12 წლამდე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით. ღია ტურნირში: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით
ღონისძიებაში ჩართული იყო 53 მოჭადრაკე.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
I – მაკოვეევ ილია
II – ბოლქვაძე ბადრი
III – დიდმანიძე თენგიზ
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:
I – ლაჟევსკაია ჟანი
II – კარიმოვა ანტონინა
III – ნაკაშიძე ნინი
12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
I – აბულაძე ილია
II – დადაევ ჰასან
III – თებიძე შალვა
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულები:
I – ლოზოვიჩ მილანიკა
II – გლუშენკო ქსრენია
III – კვირიკაძე სესილი
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: მედლით, დიპლომითა და თასით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძების ფოტოკოლაჟი:

