აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ტურნირის კატეგორიები:
- A – ღია ტურნირი;
- B – 12 წლამდე ღია ტურნირი.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
ტურნირში ფიდეს რეიტინგის დათვლას განსაზღვრავს ორგანიზატორი მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი: საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
დროის კონტროლი:
12 წლამდე კატეგორიაში: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
ღია ტურნირში: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 27 სექტემბრის 20.00 საათი.
სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/7DjVDp7uqsQF8ZNU6
ტურნირის ჩატარების დრო:
ტურნირის გახსნა – 14:00 სთ.
I ტური – 14:30 სთ.
ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა – 18:30 სთ
გამარჯვებულები:
როგორც ღია ასევე 12 წლამდე კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 3 საუკეთესო ქალი დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრით, ხოლო კატეგორიის გამარჯვებული აგრეთვე თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია