აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 24 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართება.
ტურნირის კატეგორიები: ღია და 12 წლამდე.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 9 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში ფიდეს რეიტინგის დათვლას განსაზღვრავს ორგანიზატორი მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი:
საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
დროის კონტროლი 12 წლამდე კატეგორიაში:
- თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
დროის კონტროლი ღია ტურნირში:
- თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 სექტემბრის 20.00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
სარეგისტრციო ბმული – https://forms.gle/oYNczFbpsRZpK5qz5
12 წლამდე კატეგორიის ჩატარების დრო:
- ტურნირის გახსნა – 12:00 სთ.
- I ტური – 12:30 სთ.
- ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.
- ტურნირის დახურვა – 16:30 სთ
ღია კატეგორიის ჩატარების დრო:
- ტურნირის გახსნა – 13:30 სთ.
- I ტური – 14:00 სთ.
- ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.
- ტურნირის დახურვა – 16:30 სთ
საერთო წესები:
პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
გამარჯვებულები:
ღია კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 3 საუკეთესო ქალი დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი, ხოლო კატეგორიის გამარჯვებული აგრეთვე თასით. ( თუ ქალი დაიკავებს საპრიზო ადგილებს როგორც ღია, ასევე ქალთა კატეგორიაში, მას გადაეცემა უმაღლესი ადგილის პრიზი).
ღია კატეგორია:
I ადგილი – 200 ლ.
II ადგილი – 150 ლ.
III ადგილი – 100 ლ.
ქალთა ნომინაცია:
I ადგილი – 100 ლ.
II ადგილი – 80 ლ.
III ადგილი – 70 ლ.
(პრიზები დაიქვითება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მონაწილეს 2 ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში გადაეცემა უმაღლესი ჯილდო).
12 წლამდე კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასულები და 3 საუკეთესო გოგონა დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და დიპლომებით – კატეგორიის გამარჯვებული აგრეთვე თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი