საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის შედეგები ბოლო ტურის წინ

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-დან 14 მაისის ჩათვლით, ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”, სასტუმრო ”ჩაო” და სასტუმრო ”კლასი”.

ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 300-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.

ბოლო ტურის წინ ლიდერობენ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გიორგი ონიანი (8-დან 6.5 ქულა)

8 წლამდე გოგონათა შორის:

  1. ხუსკივაძე ნუკი (8-დან 8 ქულა)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ჯახაია ანდრია (8-დან 7.5 ქულა)

10 წლამდე გოგონათა შორი:

  1. სვანაძე ლილე (8-დან 5.5 ქულა)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. წულაია გიორგი (8-დან 6.5 ქულა)

12 წლამდე გოგონათა შორის:

  1. გიორგაძე მარიამ (8-დან 7.5 ქულა)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გაბადაძე გაბრიელ (8-დან 6.5 ქულა)
  2. კვირიაშვილი ანდრია (8-დან 6.5 ქულა)

14 წლამდე გოგონათა შორის:

  1. აშოთია ბარბარე (8-დან 7 ქულა)

16 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ტაბატაძე ერეკლე (8-დან 7 ქულა)

16 წლამდე გოგონათა შორის:

  1. კალანდაძე მარიამი (8-დან 7 ქულა)

18 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. საფაროვ დანიელი (8-დან 7 ქულა)
  2. კილაძე ლუკა (8-დან 7 ქულა)

18 წლამდე გოგონათა შორის:

  1. გვათუა მარიამ (8-დან 6.5 ქულა)
  2. დიასამიძე ლულუ (8-დან 6.5 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: