საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის შედეგები 6 ტურის შემდეგ

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-დან 14 მაისის ჩათვლით, ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”, სასტუმრო ”ჩაო” და სასტუმრო ”კლასი”.

ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 300-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.

6 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ნანავა ცოტნე (6-დან 5.5 ქულა)

8 წლამდე გოგონათა შორის:

  1. ხუსკივაძე ნუკი (6-დან 6 ქულა)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ჯახაია ანდრია (6-დან 5.5 ქულა)

10 წლამდე გოგონათა შორი:

  1. სვანაძე ლილე (6-დან 5.5 ქულა)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. მახარაძე დემეტრე (6-დან 5 ქულა)

12 წლამდე გოგონათა შორის:

  1. გიორგაძე მარიამ (6-დან 5.5 ქულა)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გაბადაძე გაბრიელ (5-დან 5 ქულა)
  2. კვირიაშვილი ანდრია (5-დან 5 ქულა)

14 წლამდე გოგონათა შორის:

  1. აშოთია ბარბარე (6-დან 5 ქულა)
  2. ჭიჭინაძე ანასტასია (6-დან 5 ქულა)

16 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ტაბატაძე ერეკლე (6-დან 5 ქულა)

16 წლამდე გოგონათა შორის:

  1. კალანდაძე მარიამი (6-დან 6 ქულა)

18 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. საფაროვ დანიელი (6-დან 5.5 ქულა)

18 წლამდე გოგონათა შორის:

  1. გვათუა მარიამ (6-დან 5.5 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: