საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-დან 14 მაისის ჩათვლით, ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”, სასტუმრო ”ჩაო” და სასტუმრო ”კლასი”.
შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 300-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.
3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დაგროვეს:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გიორგი ონიანი (3-დან 3 ქულა)
- დემეტრე სარჯველაძე (3-დან 3 ქულა)
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ალექსანდრა ვეფხვაძე (3-დან 3 ქულა)
- ნუკი ხუსკივაძე (3-დან 3 ქულა)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ლაზარე ჩხარტიშვილი (3-დან 3 ქულა)
- ანდრია ჯახაია (3-დან 3 ქულა)
- გიორგი კილაძე (3-დან 3 ქულა)
- მათე კოიავა (3-დან 3 ქულა)
10 წლამდე გოგონათა შორის:
- სარა სალთხუციშვილი (3-დან 3 ქულა)
- ნინო შურღულაია (3-დან 3 ქულა)
- მარიამ რეხვიაშვილი (3-დან 3 ქულა)
- ლილე სვანაძე (3-დან 3 ქულა)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ალექსანდრე ღონღაძე (3-დან 3 ქულა)
12 წლამდე გოგონათა შორის:
- თეა რუსიტაშვილი (3-დან 3 ქულა)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ანდრია ქრისტესიაშვილი (3-დან 3 ქულა)
- ანდრია კვირიაშვილი (3-დან 3 ქულა)
- გაბრიელ გაბადაძე (3-დან 3 ქულა)
14 წლამდე გოგონათა შორის:
- ბარბარე აშოთია (3-დან 3 ქულა)
- ანასტასია ქუთათელაძე (3-დან 3 ქულა)
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- თამაზ თუშიშვილი (3-დან 3 ქულა)
16 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ კალანდაძე (3-დან 3 ქულა)
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- დანიელ საფაროვი (3-დან 3 ქულა)
- ლუკა კილაძე (3-დან 3 ქულა)
18 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ გოთუა (3-დან 3 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


















