15-24 მაისს, ბათუმი საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).
დროის კონტროლი:
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
7 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ცოტნე ნანავა (ზუგდიდი/ გიორგი სართანია) 7-დან 6 ქულა
- ლაზარე კვაჩაკიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 7-დან 6 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ლილე სვანიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 7-დან 7 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის;
- დავით თათვიძე (ქუთაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 7-დან 6.5 ქულა
- გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 7-დან 6.5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის:
- ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 7-დან 6.5 ქულა
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- დავითი ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 7-დან 7 ქულა
16 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 7-დან 6 ქულა
- ცეცხლაძე მარიამ (ბათუმი/ დავით მაღალაშვილი) 7-დან 6 ქულა
ღონისძების ფოტოკოლაჟი: