15-24 მაისს, ბათუმი საქართველოს 33-ე ჩემპიონატს მასპინძლობს 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიებაში ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 175 სპორტსმენი.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
- პარტიები იწყება ყოველ დღე 15.00 საათზე (ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება).
დროის კონტროლი:
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი/ გ.გოგიჩაიშვილი) 5-დან 5 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ლილე სვანიძე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 5-დან 5 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- დავით თათვიძე (ქუთაისი/ ირაკლი ახვლედიანი) 5-დან 4.5 ქულა
- გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი/ გიორგი ტყეშელაშვილი) 5-დან 4.5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 5-დან 4.5 ქულა
- სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი/ დავით ზარქუა) 5-დან 4.5 ქულა
16 წლამდე ჭაბუკთა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- დავითი ნემსაძე (ქუთაისი/ გიგა ყუფარაძე) 5-დან 5 ქულა
16 წლამდე გოგონათა შორის 5 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- მარიამ კალანდაძე (ბათუმი/ თენგიზ დიდმანიძე) 5-დან 4.5 ქულა
ღონისძების ფოტოკოლაჟი: