საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისის ჩათვლით, ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ : საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის დეპარტამენტი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”, სასტუმრო ”ჩაო” და სასტუმრო ”კლასი”.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 16 და 18 წლამდე გოგონათ შორის წრიული სისტემით, 9 ტურად.
- 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცათ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
- I და II ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზური შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში.
- 8, 10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა დამატებით მოიპოვეს ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზური, რომელიც გაიმართება ქ.ბათუმში 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.
გამარჯვებულები ასაკების მიხედვით:
8 წლმადე ჭაბუკთა შორის:
- ონიანი გიორგი (ტყიბული / გიორგი ტყეშელაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- ნანავა ცოტნე (ზუგდიდი/ გიორგი სართანია) 9-დან 7 ქულა
- მურჯიკნელი ცოტნე (ახალციხე/ დავით სამსონიძე) 9-დან 7 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- ხუსკივაძე ნუკი (ზესტაფონი/გიორგი ჭანტურიძე) 9-დან 9 ქულა
- გვასალია ანასტასია (თბილისი/გიორგი მაჭარაშვილი) 9-დან 7 ქულა
- მიქაძე მარიამი (ქუთაისი/გიორგი მენაბდე) 9-დან 6.5 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ჯახაია ანდრია (ზუგდიდი/ ზვიად ფაცია) 9-დან 8 ქულა
- ჩხარტიშვილი ლაზარე (ოზურგეთი/ დავით მაღალაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- ყუბანეიშვილი ანდრია (ქუთაისი/ რამაზ ერაძე) 9-დან 6.5 ქულა
10 წლამდე გოგონათა შორის:
- რეხვიაშვილი მარიამი (თბილისი/ იოსებ კვირიაშვილი) 9-დან 8 ქულა
- სვანაძე ლილე (ქუთაისი/ ხათუნა გუბელაძე) 9-დან 7.5 ქულა
- სალთხუციშვილი სარა (გურჯაანი/ ლევან ბახტაძე) 9-დან 7.5 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- წულაია გიორგი (ფოთი/ გოჩა ჩაჩუა) 9-დან 7 ქულა
- წულაია ნიკა (თბილისი/ ნატალია ეძგვერაძე) 9-დან 6.5 ქულა
- ღონღაძე ალექსანდრე (თბილისი/ ზაზა ჭკუასელი) 9-დან 6.5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის:
- გიორგაძე მარიამი (ქუთაისი/ გიორგი მენაბდე) 9-დან 8.5 ქულა
- რუსიტაშვილი თეა (ბორჯომი/ დავით მაღალაშვილი) 9-დან 8 ქულა
- ედიბერიძე ალექსანდრა (თბილისი/ ნატალია ეძგვერაძე) 9-დან 5.5 ქულა
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გაბადაძე გაბრიელი (ქუთაისი/ხვიჩა სუპატაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- კვირიაშვილი ანდრია (თბილისი/იოსებ კვირიაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- ქუნთელია ლუკა (თბილისი/დავით ჯოჯუა) 9-დან 6.5 ქულა
14 წლამდე გოგონათა შორის:
- აშოთია ბარბარე ( ქუთაისი/ დავით ჯოჯუა) 9-დან 8 ქულა
- ჩხარტიშვილი ლიკა (თბილისი/დავით მაღალაშვილი) 9-დან 6.5 ქულა
- ჭიჭინაძე ანასტასია (ქუთაისი/გიორგი მენაბდე) 9-დან 6.5 ქულა
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ტაბატაძე ერეკლე (თბილისი/ზურაბ სტურუა) 9-დან 8 ქულა
- ხვედელიძე ლუკა (თბილისი/დავით ჯოჯუა) 9-დან 6 ქულა
- თუშიშვილი თამაზი (თელავი/ ნანა იოსელიანი) 9-დან 5.5 ქულა
16 წლამდე გოგონათა შორის:
- კალანდაძე მარიამი (ბათუმი/დავით ჯოჯუა) 9-დან 8 ქულა
- ცეცხლაძე მარიამი (ბათუმი/დავით მაღალაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- კოღუაშვილი თეკლა (ქუთაისი/ხათუნა გუბელაძე) 9-დან 7ქულა
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- საფაროვ დანიელი (თბილისი/დავით არუთინიანი) 9-დან 8 ქულა
- კილაძე ლუკა (თბილისი/ზურაბ სტურუა) 9-დან 8 ქულა
- შამათავა ნიკოლოზი (ზუგდიდი/დავით ჯოჯუა) 9-დან 6 ქულა
18 წლამდე გოგონათა შორის:
- გვათუა მარიამი (თბილისი/დავით ჯოჯუა) 9-დან 7.5 ქულა
- სიჭინავა მარიამი (თბილისი/ლაშა ჯანჯღავა) 9-დან 7 ქულა
- დიასამიძე ლულუ (ქობულეთი/გიგა ყუფარაძე) 9-დან 6.5 ქულა
გამარჯვებულები დააჯილდოვეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორმა აკაკი იაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ, სასტუმრო ჩაოს დირექტორმა თამახ მახარაძემ, სასტუმრო იბის სტაილს ბათუმის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო დიდოსტატებმა.
დაჯილდოების ცერემონიის ფოტოკოლაჟი:










