აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 მაისს გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირი V სპორტულ თანრიგზე. შეჯიბრება ჩატარდება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. მის: კ. გამსახურდიას 37
ტურნირში რეიტინგის დათვლა გადაწყდება რეიტინგიან მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. შეჯიბრება ჩატარდება შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
I-IV ტურები გაიმართება 12 მაისს 11:00 საათიდან, V-VII ტურები კი – 13 მაისს 11:00 საათიდან.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/D1aMFCDchpDrS3vx7
სატურნირო შესატანია 10 ლარი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე გადახდილი უნდა იყოს ფედერაციის საბანკო ანგარიშზე:
სს “საქართველოს ბანკი’’, ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მაისის 18:00 საათი.
1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
მოჭადრაკეებს რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია