აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21-22 ოქტომბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
შეჯიბრება ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.
მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3tjQS1chWLKrZtTf7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბრის 20:00 საათი.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირია მსაჯი – 558 410904.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 21 ოქტომბერი, 11:30 სთ.
I-II-III-IV ტური – 21 ოქტომბერი 12:00 საათიდან (I ტური დაიწყება12:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).
V-VI-VII ტური – 22 ოქტომბერი, დასაწყისი 12:00 სთ.
ტურნირის დახურვა: 22 ოქტომბერი, 15:00 სთ.
სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
დაჯილდოება:
1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.
IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
ტურნირის სასტარტო სია რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ განთავსდება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე www.acf.ge
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი