საკვალიფიკაციო ტურნირი IV და V სპორტულ თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 29-30 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია:

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა    –   https://forms.gle/cZmxP5fXAhLvqhSH8

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 აპრილის 20:00 საათი.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირია მსაჯი – 558 410904.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 29 აპრილი, 11:00 სთ.

I-II-III-IV ტური – 29 აპრილი 12:00 საათიდან (I ტური დაიწყება12:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).

V-VI-VII ტური – 30 აპრილი, დასაწყისი 11:00 სთ.

ტურნირის დახურვა: 30 აპრილი, 14:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

დაჯილდოება:                                                                                                                                                        

1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.      

V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      

IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.                  

ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია