აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 მაისს გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი V სპორტულ თანრიგზე.
შეჯიბრება ჩატარდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი – 15 წუთი პარტიის ბოლომდე. ტურნირში ასპარეზობა მიიღო 65-მა ნორჩმა მოჭადრაკემ.
აღსანიშნავია, რომ 23-მა მონაწილემ მოაგროვა შესაბამისი ქულათა რაოდენობა და მოიპოვეს V თანრიგის 1 ბალი.
ფოტოგალერეა